Saturday, December 31, 2016

Resident Evil 7-ის პროდიუსერის თქმით ახალი ნაწილი არის თამაში გაგრძელება და არა გადატვირთვა.



   Resident Evil 7-ის პროდიუსერმა “მასატიკა კავატა-მ” გამომცემლობა Gameinformer-თან მიცემული ინტერვიუდან ის მოთამაშეები დაამშვიდა ვინც აღნიშნული თამაშის ახალი ნაწილის ხილვამ ცოტა დააბნია და შეაშინა.
როგორც უკვე იხილეთ გეიმფლეებიდან თუ დემოს გატესტვიდან თამაში საკმაოდ შეცვლილია და დამერწმუნებით რომ თუ თამაშის დასაწყისში ან ბოლოში რაიმე წარწერამ არ გამცნოთ თამაშის დასახელება მანამდე მეეჭვება თავად გამოიცნოთ თუ რას თამაშობთ.
მათ ვისაც უკვე გითამაშიათ Resident Evil-ის ძველი სერიები ნამდვილად თვალში მოგხვდებოდათ თამაშის კონცეფციის ასეთი რადიკალური ცვლილება თუმცა როგორც ბატონი “კავატა” ამბობს მოთამაშეებს სანერვიულოდ საქმე ნამდვილად არ აქვთ.

<<თუ თქვენ ნახეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილი გეიმფლეი და შესაძლოა გაგიჩნდათ მოსაზრება თითქოს ჩვენ თამაშის გადათვირთვა გავაკეთეთ ეს ასე არ არის რადგან თამაშის ისტორია და შინაარსი ნამდვილად დაგარწმუნებთ იმაში რომ ეს კვლავაც Resident Evil-ია და მისი ახალი სერია.თამაშში თქვენ გელით ახალი თავსატეხები, ახალ ტერიტორიების კვლევა ,ახალი საშინელი მონსტრები და თავის გადარჩენისათვის ბრძოლა >> განაცხადა “კავატა-მ”.


მოკლედ არვიცი ვის რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ახალი სერიის ხილვამ თუმცა მე პირადად ნამდვილად მომენატრება ძველი Resident Evil-ი მაგრამ,დამერწმუნებით თამაშის ახალი სერია ნამდვილად ბევრად უფრო სახიფათოდ გამოიყურება.
თამაში გამოდის რამოდენიმე დღეში 24 იანვარს PC, PS4 და Xbox One პლათფორმებზე.




რეკლამა