აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის ვებ გვერდზე (FCC) გამოქვეყნდა ინფორმაცია Nintendo-ს ახალი პორტატული კონსოლის Switch-ის შესახებ.განცხადებაში ვკითხულობთ რომ კონსოლი მიიღებს ბატარეას რომლის შეცვლასაც (მოხსნას) მომხმარებელი ვერ შესძლებს სურვილისამებრ.მარტივად რომ ვთქვათ კონსოლი მიიღებს ჩაშენებულ ბატარეას.
ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ კონსოლი Nintendo Switch მიიღებს უკაბელო ქსელის მოდულს Wi-Fi 802.11 და Bluetooth-ს.
კომპანია Switch-ის ანონსს გეგმავს 13 იანვარს სადაც ამავე დროს შესაძლოა წარმოგვიდგინოს გარე დამტენი ბატარეა რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კონსოლის დამუხტვა.
ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში სახლის პირობებში ყველაზე მოსახერხებელი იქნება უბრალოდ კონსოლი მუდმივად მიერთებული გქონდეთ დენის წყაროსთან და სადენებში ახლართულმა ითამაშოთ.