Blizzard-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მაიკლ ჩუმ გამოაცხადა, რომ Overwatch: First Strike , თამაშზე დაფუძნებული კომიქსი, გაუქმებულია. ჩუს თქმით, მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელზე თამაშის დეველოპმენტის ადრეულ ფაზებში იყო დაწყებული მუშაობა და საბოლოო თამაშის კონცეპცია საგრძნობლად შეიცვალა.
First Strike-ის ყდის სურათი
First Strike-ს უნდა მოეთხრო Overwatch-ის დაფუძნების ისტორია ე.წ. "ომნიკური კრიზისის" დროს და მთავარ გმირებად ეყოლებოდა მებრძოლთა თავდაპირველი რაზმი. თუმცა ყველაფერი არ დამთავრდა და Blizzard გეგმავს გმირთა ადრეულ თავგადასავლებზე მოყოლას, მაგრამ მოგვიანებით (ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ფორმატში).