Thursday, November 24, 2016
"Alien: Covenant" - ახალი პოსტერი და შეცვლილი გამოსვლის თარიღი
ფილმ Alien: Covenant-ის პრემიერა 2017 წლის ოქტომბერში უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს შემქმნელებმა დაგვიმტკიცეს რომ ისინი სერიოზულად არიან განწყობილები და ჯერ აგვისტოში, ახლა კი საერთოდ მაისში გადაიტენეს. ამასთან ერთად კიდევ ერთი პოსტერი გაგვიზიარეს სადაც თავად Xenomorph-ი, ასევე ცნობილი როგორც - Alien ჩანს.
თქვენ რას ფიქრობთ არ ვიცი, მაგრამ მე პირადად საკმაოდ პატარა ვიყავი იმ დროს როდესაც აქტუალური იყო ფილმები როგორიცაა Alien ან Star Wars და კიდევ ძალიან ბევრი ფილმი რომელსაც დღეს არც თუ ისე დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ მიხარია რომ არსებობენ ისეთი ადამიანები ვინც კვლავ და კვლავ გადაიღებენ გაგრძელებებს და არ დაავიწყებენ მომავალ თაობას იმ ფილმებს რაზეც თვითონ არიან გაზრდილები, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფილმები ხშირად არც ისე საბავშვოა. ხშირად გვხვდება ისეთი ფილმები, რომლებიც არ არის რაიმე სხვა ფილმის გაგრძელება, არამედ აღწერს იმ პერიოდს როდესაც ყველაფერი დაიწყო. ამას ფილმის პოპულარობა განაპირობებს: რაც უფრო პოპულარულია ფილმი - მით უფრო მეტი ხალხი ნახავს და გაჩნდება უფრო და უფრო მეტი კითხვა ფილმთან დაკავშირებით, ხალხი თუ ბევრ კითხვას სვამს ეს იმას ნიშნავს რომ მათ ეს აინტერესებთ და ამიტომ დიდი მოგებაა კომპანიისთვის ისეთი ფილმის გადაღება რომელიც ყველა კითხვას უპასუხებს. მოკლედ შორს რომ არ წავიდეთ ამის იდეალური მაგალითია ფილმი Prometheus, ფილმი იმაზე თუ სად დაიბადა ლეგენდა, სად, როდის და როგორ გაჩნდა პირველი Xenomorph. ჰოდა სწორედ ამ ფილმთან იქნება ძალიან დიდ კავშირში Alien: Covenant. Ridley Scott-ის მორიგი შემოქმედება სულ მალე გამოვა და საჭიროა ვიცოდეთ თუ რა მოხდება დაალხოებით ფილმში. ახლა რასაც წაიკითხავთ მოკლე ინფორმაციაა იმის შესახებ თუ რა გველის ფილმში და იმდენად მოკლეა რომ არამგონია ვინმეს ფილმის ყურების "მუღამი" გაუფუჭოს, მაგრამ გირჩევთ მაინც იფრთხილოთ: ხომალდი Covenant-ის ეკიპაჟი აღმოაჩენს ადგილს რომელიც რუკაზე აღუნიშნელი სამოთხე ჰგონიათ, მაგრამ ეს არის ბნელი და სახიფათო სამყარო სადაც მხოლოდ სინთეთიკური რობოტი David ცხოვრობს, რომელიც ჯერ კიდევ Prometheus-ის ექსპედიციის შემდეგ გადარჩა.
პოსტერზე არის წარწერა Run რაც უკვე ძალიან საშიშ ატმოსფეროს ქმნის და შესაძლებელია მთლიანი ფილმიც რაიმე კონკრეტული პლანეტიდან გაქცევაზე იყოს, როგორც Riddick-ში. მოკლედ რაც არ უნდა იყოს მიხარია მაიკლ ფასბენდერის დაბრუნება David-ის როლში.