ცოტა ხნის წინ, კონკრეტულად კი 28 სექტემბერს PC-პლათფრომაზე გამოვიდა კოსმიური ექშენ ჟანრის თამაში Osiris: New Dawn-ი რომელმაც კონსოლების მფლობელები ხელცარიელი დატოვა,თუმცა ცოტა ხნით.
რამოდენიმე საათის წინ სტუდია Fenix Fire-მ ოფიციალურად განაცხადა რომ თამაშს კონსოლებიც მიიღებენ.სამწუხაროდ რათქმაუნდა მხოოლოდ ახალი თაობის კონსოლებზეა საუბარი.
თამაში მოთამაშეებს გადაიყვანს შორეულ მომავალში უფრო ზუსტად კი 2046 წელში. კაცობრიობამ მოახერხა და გამოიგონა ახალი ტიპის ძრავა რომელიც საშუალებას იძლევა რომ საექსპედიციო ჯგუფი გაიგზავნოს შორეულ კოსმოსში,ნუ რათქმაუნდა უფრო მეტად მცირე დროში ვიდრე 100 მილიონი სინათლის წელიწადია :).
თქვენ ხართ ერთ-ერთი წევრი კოლონიზატორთა რიგებიდან და თქვენი მოვალეობაა შეისწავლოთ პლანეტა და რაც მთავარია გადაურჩეთ იქაურ რთულ საცხოვრებელ პირობებს: შიმშილს ,რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს და პლანეტაზე არსებულ სიცოცხლის ჯერჯერობით უცნობ ფორმებს.
Osiris: New Dawn გამოდის 2017 წელს PS4 და XONE-პლათფორმებზე.