Bioware-მა ახლახანს გამოუშვა 4K "Tech" ვიდეო. გეიმპლეი გადაღებულია ახლახანს დადასტურებულ PlayStation 4 Pro-ზე (ადრე "Neo"). რათქმაუნდა, PC-ზეც მსგავს შედეგებს უნდა მოველოდოთ.
Mass Effect არის წინა თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული IP, ეს ახალი ნაწილი კი ამბიციას ინარჩუნებს. Andromeda იქნება, წინებისგან განსხვავებით, სრულიად Open World და ამჯერად ახალი მთავარი პერსონაჟით.
ვიდეოში ნაჩვენებია "ტექნოლოგიური" პლანეტა. თამაშის ძრავაა Frostbite 3 და კარგადაა გამოყენებული. გრაფიკამ დიდი აპგრეიდი განიცადა (დამატებულია HDR lighting, HDR10 მხარდაჭერა და მეტი).
7 ნოემბერს გამოვა ახალი ტრეილერი. Stay tuned!