ქსელში გავრცელებული ჭორების მიხედვით Destiny 2 გამოვა მომავალ წელს ყველა აქტიურ პლათფორმაზე,PC,PS4 და XONE-ზე,კონკრეტული თარიღი უცნობია.როგორც იცით წინა ნაწილით ტკბობის საშუალება მხოლოდ კონსოლების მფლობელებს აქვთ,Destiny ამჟამად ხელმისაწვდომია PS3,PS4,X360 და XONE პლათფორმებზე.
ჭორების მიხედვით თამაშის სიქველი იქნება აბსოლუტურად ახალი თამაში და არანაირი პროგრესი მისი წინა ნაწილიდან არ გადაგყვებათ.
თამაშზე მუშაობს Vicarious Visions რომელიც არის სტუდია Activision-ის შვილობილი კომპანია,აღნიშნულმა კომპანია მონაწილეობდა Doom 3-ს შექმნაში.Destiny 2-ს ექნება ბევრად დიდი პლანეტები და უფრო დიდი სამყარო.
აღნიშნულ ჭორთან დაკავშირებით Activision-ს და Bungie-ს არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.