რა არის Battlerite? საიდან გაჩნდა ეს თამაში და როგორ დაიპყრო მან უამრავი მოთამაშის გული ელვისებური სისწრაფით.
სამყაროში სადაც დღესდღეობით MOBA ჟანრში დომინირებენ ისეთი თამაშები როგორიცაა League of Legends, Dota 2, Smite და სხვა მრავალი, გამოჩნდა "ახალი" არენა სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ იბრძოლონ ერთმანეთის წინაამდეგ ყველანაირი ნივთების, ლეველების და დამატებითი ატრიბიუტების გარეშე! დეტალებზე ქვევით ვილაპარაკებთ.
ასევე ორიოდე სიტყვით მოვიხსენიებ თამაშის შემქნებელბს, Stunlock Studios და მათ პატნიორ Coffee Stain Studios. მათ იმუშავეს მეტნაკლებად ცნობილ თამაშებზეც როგორიცაა, Bloodline Champions, Dead Island Epidemic, Sanctum და Goat Simulator. დღეს კი მათი მიზანია შექმნან ახალი ტიპის არენა სადაც მოთამაშეები მხოლოდ და მხოლოდ ის იმარჯვებს ვინც უკეთესია. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო დეველოპერებს რადგან მათ ჩვენ მოგვცეს თამაშის ასლები სრულიად უფასოდ.
თვითონ Battlerite არის Bloodline Champion-ის გადაკეთებული ვერსია. დეველოპერებს პირველი თამაშის შექმნისას ჰქონდათ სწორი იდეა მაგრამ პატარ-პატარა ჩავარდნების გამო ისეთი არ გამოუვიდათ როგორიც სურდათ. თუმცა მათმა ახალმა ნამუშევარმა სწრაფად მოიხვეჭა სახელი და მიუხედავად იმისა რომ ის სტიმზე ჯერ კიდევ Early access-შია, მას დღეში საშუალოდ 5000 ადამიანი თამაშობს, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ თამაშის ახლა ყიდვა 20$ დაგიჯდებათ (ჩვენ ქართველებს 6$ რადგან სტიმს რომ კითხო კიდევ დ.ს.თ-ს ნაწილი ვგონივართ).მაგრამ თუ ფული ახლა გენანებათ, არც ეგ არის პრობლემა რადგან თამაშის გამოსვლისას გახდება სრულიად უფასო.
რას გვთავაშობს თამაში და რითი გამოირჩევა სხვა ანალოგებისგან.
წარმოიდგინეთ League of Legends ან Dota 2. აიღეთ 1 პერსონაჟი, აიყვანეთ მაქსიმალურ ლეველზე და აჩხუბეთ სხვას. Battlerite ახტება იმ მოსაბეზრებელ ნაწილებს რომლების დღევანდელ MOBA-ში გვხვდება. არანაირი მინიონების ფულის გროვება, არანაირი ფიქრი იმაზე თუ რას იყიდით მაღაზიაში. აქ ხართ მხოლოდ თქვენ და თქვენი პერსონაჟი. ყველა პერსონაჟს აქვს 9 უნარი, თამაში იწყება, თქვენ ირჩევთ რომელი უნარი გააძლიეროთ და ამის შემდეგ მიდიხართ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. სისტემა საკმაოდ მარტივია და ჩქარი. როდესაც Dota 25 წუთდან 1 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს, აქ 5-10 წუთში დაამთავრებთ მატჩს. მოგბეზრდათ 1 vs 1 ? არ არის პრობლემა, Battlerite-ში ასევე არის 2 vs 2 და 3 vs 3. იგებს ის ვინც უკეთ თამაშობს. ამ მხრივ თამაში ძალიან წააგავს აწ გარდაცვლილ Magicka: Wizard wars. მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ზემოთხსენებული თამაშისგან განსხვავებით Battlerite-ი უფრო დიდ ხანს იცოცხლებს.
თამაში საკმაოდ გასართობია და გამომწვევი. თუ გაქვს პრეტენზია რომ ხარ საუკეთესო, მოდი და დაამტკიცე აქ, რადგან აქ ყველა წაგება იმას ნიშნავს რომ მოწინააღმდეგენ ჭკუაში გაჯობა.