Sega-ს განცხადებით მას შემდეგ რაც მათ ნახეს ვირტუალური რეალობის შესაძლებლობები გაუჩნდათ სურვილი რომ ყველასათვის ცნობილ Alien: Isolation-მა მიიღოს VR ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
Sega-ს ევროპის ფილიალის ხელმძღვანელის “იურგენ პოსტის” თქმით მას შემდეგ რაც სამყარომ VR ტექნოლოგია იხილა ყველა კომპანია დაინტერესდა ახალი ტექნოლოგიით.
<<სამი წლის წინ ჩვენ მზად გვქონდა Alien: Isolation-ის დემო ვერსია Oculus Rift-ისთვის რომელიც იყო ძალიან საშიში,ჩვენი ოცნება კი იყო რომ თამაშს მიეღო VR მხარდაჭერა ,ოცნებები კი როგორც იცით რეალობად იქცევა ხოლმე.>> განაცხადა იურგენმა.
თამაშის VR ვერსიასთან დაკავშირებით ნებისმიერი სხვა ტიპის ინფორმაცია უცნობია.
ვისაც გქონიათ ერთხელ მაინც შანსი რომ ეს თამაში გეთამაშათ ნამდვილად მიხვდებოდით თუ რაოდენ საშიშია იგი და თუ თამაში VR მხარდაჭერას მიიღებს წარმოიდგინეთ რა იქნება მის სამყაროში მოხვედრა.