Thursday, July 21, 2016

"xXx: Return of Xander Cage" - პირველი ოფიციალური თიზერ თრეილერი


    თითქმის 15 წლის შემდეგ ფანებმა საბოლოოდ მიიღეს ექსტრემალი ნარკომანისგან საიდუმლო ჯაშუში რომელმაც უნდა გადაარჩინოს მსოფლიო რომელსაც ვიცნობთ და რომელიც გვიყვარს. xXx: Return of Xander Cage თავს შეაყვარებს ადრენალინის მოყვარულებს და Vin Diesel-ის ფანებს მისცემს ძალიან მაგარ ექშენს სტილში - "იარაღები, გოგოები, აბსოლიტური ძალაუფლება".

    ფილმში აუცილებლად იქნება გასაოცარი სიგიჟეები, თუ აქამდე გეგონათ რომ სატელეფონო კოშკიდან გადმოხტომა და ტროპიკულ ჯუნგლებში სრიალი შეუძლებელი იყო Xander Cage გვიმტკიცებს რომ თქვენ ცდებოდით და ეს სავსებით შესაძლებელია.

    Samuel L. Jackson-ის პერსონაჟი Augustus Eugene Gibbons-ი თრეილერშივე გვეუბნება რომ მსოფლიო შეიცვალა და ახალი სახის ომის მოსაგებად საჭიროა განსხვავებული ჯარისკაცები, საჭიროა განსაკუთრებული შესაძლებლობები და აღჭურვილობა.




    ფილმის რეჟისორია D.J. Caruso, ხოლო რაც შეეხება ქასთს ფილმში იქნებიან ნამდვილი საბრძოლო ხელოვნების ოსტატები Donnie Yen და Tony Jaa, ასევე MMA-ს მებრძოლი Conor McGregor და ძაღლი (The Hound ) HBO-ს სერიალ Game Of Thrones-დან Rory McCaan-ი და ასევე არიან ბევრი ქალი მსახიობები: Nina Dobrev, Toni Collette, Ruby Rose და ინდოელი სუპერვარსკვლავი Deepika Padukone როგორც წამყვანი ქალი პერსონაჟის როლის შემსრულებელი.

   ძალიან მაგარი ბლოკბასტერის მესამე თავში ჩვენ ვნახავთ თუ როგორ უნდა დაიბრუნოს Xander Cage-მ გამანადგურებელი, შეუჩერებელი იარაღი, ეგრედწოდებული Pandora’s Box და ის ამისთვის ერთვება რბოლაში მკვლელ მეომარ Xiang-თან და მის გუნდთან.

    xXx: The Return of Xander Cage-ის პრემიერა კინოთეატრებში იქნება 2017 წლის 20 იანვარს.


რეკლამა