ეს არის ფერადი, მხიარული და "lighthearted" საბრძოლო პლატფორმერი. მისი ჟანრის ტრადიციის თანახმად, აქაც შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ 2-8 მოთამაშიან მატჩებში.
იქნება აგრეთვე პერსონაჟის პროგრესიის(ალბათ MOBA-ს ნაირი) სისტემა - თავიდან გექნებათ ძირითადი მოძრაობები, დროის განმავლობაში კი გახსნით სპეციალურ შესაძლებლობებს, კომბოებს და მაღალი დონის მოძრაობებს.
შემქმნელები გვპირდებიან მრავალფეროვან პერსონაჟებს და საბრძოლო სტილებს. "Grappling Hook"-ით ოპონენტების მიზიდვიდან ("Get over here!") დაწყებული მათი გაყინვით (a la Sub-Zero) დამთავრებული. თითო პერსონაჟის განვითარებას განსაზღვრავს მისი "Rage" მეტრი.
შეგიძლიათ ქვემოთ ნახოთ ტრეილერი და დატკბეთ სკრინშოტებით :