ID Software, როგორც ბევრისთვისაა ცნობილი, აღიარებულია FPS ჟანრის "მამა" - სტუდიად. ეს არიან ადამიანები, რომლებმაც მოგვცეს Wolfenstein 3D - ჟანრის პირველი წარმომადგენელი, Quake - პირველი FPS ქსელური Multiplayer - ით და , რაღათქმაუნდა , Doom , რომელმაც ჟანრი პოპულარული გახადა.
ბოლო წლებში სტუდიაში ყველაფერი კარგად არ მიდიოდა - მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა , ჯონ კარმეკმა , იგი 2013 წლის ნოემბერში დატოვა. დეველოპერთა უახლესი თამაშები კი (Rage ,Doom 3 და ამ წლის reboot) ძლივს გადაურჩნენ ე.წ. Development Hell - ს ("Hell" - თამაშის თემატიკის შესაბამისად).
პირველი განხილვები ჯერჯერობით დადებითია და სანერვიულო არაფერი ჩანს. კრიტიკოსებს მოსწონთ დაუჯერებლად ლამაზი გრაფიკა და მაღალი PC Performance (კონსოლებს , Rage - ის მსგავსად, ისევ ტექსტურების pop - in აწუხებთ). სიუჟეტი მინიმალურია, მაგრამ თამაშის უძლიერესი ელემენტებია ატმოსფერო და კამპანიის Old School გეიმპლეი. ყველზე მეტად კრიტიკოსები Multiplayer - ს სწუნობენ. (თუმცა Doom ყველას Singleplayer - სთვის უნდა) Snapmap ფუნქცია დამაიმედებელი ჩანს, მაგრამ მის პოტენციალზე საუბარი ნაადრევია.
ნახეთ რამდენიმე კრიტიკოსთა შეფასებები :
IGN - 7.1 / 10
Gaming Bolt - 8 / 10
Noob Feed - 8 / 10
Bloody - Disgusting - 9/10
Attack of the Fanboy - 4/5
ასევე , Doom სავსეა საინტერესო Easter Egg - ებით : Terminator 2 , Commander Keen , თავდაპირველი Doom და მეტი ...
ქვემოთ იხილეთ თამაშის სკრინშოტები . ისიამოვნეთ.