Thursday, May 12, 2016

ჩინელებმა ახალი კონსოლური კომპიუტერი შექმნეს.



ჩინურმა კომპანია Fuze-მ ახალი კონსოლური კომპიუტერი Tomahawk F1-ი შექმნა.

ახალი კონსოლი იმუშავებს Android-ის ოპერაციულ სისტემაზე და აღჭურვილი იქნება 2.2 GHz სიხშიროვანი ოთხ ბირთვიანი პროცესორით.კონსოლს არ ექნება დისკ წამკითხველი განსხვავებით PS4 და Xbox One-სგან.კონსოლზე თამაშების ჩაწერა მხოლოდ და მხოლოდ ციფრული ვერსიებით იქნება შესძლებელი.

შემქმნელები დასაწყისისთვის მოთამაშეებს გვპირდებიან რომ კონსოლზე ხელმისაწვდომი იქნება 76 თამაში ,მათ შორის: Assassin’s Creed Chronicles, Saints Row 4 და Dynasty Warriors.სამწუხაროდ აღნიშნული თამაშების მწარმოებლები ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ იმის შესახებ რომ აპირებენ თუ არა ისინი აღნიშნული თამაშების ახალ კონსოლზე გადატანას.

კონსოლი გაიყიდება ორი კომპლექტაციით : პირველი - "სტანდარტული" რომლის ფასი იქნება 188 $, ხოლო მეორე - "ელიტური" რომლის ფასი 230 $ იქნება.
კონსოლის გაყიდვები დაიწყება ამა წლის 1 ივნისიდან.

კომპანია ასევე წლის ბოლოს გეგმავს საკუთარი ვირტუალური რეალობის სათვალის გამოშვებას რომლის ფასი 169 $ იქნება.





რეკლამა