ჭორების თანახმად PS4-ის განახლებული ვერსია რომელსაც ექნება 4K გაფართოვება და უფრო მძლავრი სისტემა ,მიიღებს კოდურ დასახელებას “NEO”.
ცოტა ხნის წინ პორტალმა Giantbomb-მა გამოაქვეყნა განახლებული კონსოლის ტექნიკური მონაცემები.
PS4-სა და PS4 NEO-ს შორის ტექნიკური მონაცემები შედარებაში ასე გამოიყურება.
Original PS4
|
NEO
| |
CPU
|
8 Jaguar Cores at 1.6 GHz
|
8 Jaguar Cores at 2.1 GHz
|
GPU
|
AMD GCN, 18 CUs at 800 MHz
|
Improved AMD GCN, 36 CUs at 911 MHz
|
Ram
|
8 GB GDDR5, 176 GB/s
|
8 GB GDDR5, 218 GB/s
|
როგორც ხედავთ განახლებული კონსოლი მიიღებს უფრო მძლავრ ოპერატიულ მეხსიერებას,პროცესორს და ვიდეო ბარათს.
თუ არაოფიციალურ ინფორმაციას დავუჯერებთ უკვე ოქტომბრიდან ახალი თამაშები გამოვა ორი ვერსიით სტანდარტული PS4-ისთვის და გაუმჯობესებული PS4 NEO-სთვის.
სტანდარტული PS4-სა და განახლებულ კონსოლზე ერთნაირად გამოვა ახალი თამაშები,ანუ იმას ნიშნავს რომ კონკრეტულად განახლებული კონსოლისთვის ექსკლუზივები არ გამოვა.
ახალი კონსოლის ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
იმედია ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება და Sony ნამდვილად გვაჩუქებს ახალ მძლავრ კონსოლს რადგან, ახალი თაობის კონსოლები სამწუხაროდ ძალიან მალე მოძველდა.
და ბოლოს ვიმეორებ აღნიშნული ინფორმაცია არ არის ოფიციალური და არის ჭორის დონეზე.