Capcom-მა განაცხადა რომ მალე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება იხილოს მიუზიკლი მისი ცნობილი ვიდეო თამაშის Resident Evil-ის მოტივების მიხედვით.
მიუზიკლში მთავარ როლს შეასრულებს “რეონ იუძუკი”. შინაარსობრივად მიუზიკლი არ ეფუძნება თამაშის არც ერთ სერიას,მას ექნება საკუთარი ინდივიდუალური ისტორია.
პროექტს ორგანიზებას უწევს “ჰიროუკი კობაიაში” რომელიც მუშაობდა Resident Evil-ის მეოთხე და მეექვსე სერიებზე,ასევე ანიმაციურ ფილმებზე Resident Evil: Degeneration და Resident Evil: Damnation.
მიუზიკლი გაიმართება სექტემბერსა და ოქტომბერში ქალაქ ტოკიოში ხოლო ნოემბერში კი ოსაკაში.