Sunday, March 13, 2016

“Back in 1995” თამაში რომელიც წარსულში დაგაბრუნებთ.



ტოკიოში არსებულმა ინდი სტუდიამ "Throw the Warped Code Out-მა" კლასიკური თამაშების მოყვარული გეიმერების გულის გახარება გადაწყვიტა და განაცხადა რომ, მუშაობს ჰორორ ჟანრის თამაშზე სახელად “Back in 1995”.

როგორც სათაურიდან მიხვდით მოქმედება ხდება 90-იან წლებში,მაშინ როდესაც სკოლიდან იპარებოდნენ მოსწავლეები და (სონების) playstation 1 -ის სათამაშოდ გარბოდნენ.თამაში გრაფიკულად ზუსტად ისე გამოიყურება როგორც ეს პირველი თაობის კონსოლს შეეფერება.

თამაშში უხვად იქნება თავსატეხები და საშინელი მონსტრები.
საინტერესოა შესძლებს კი გეიმერების შეშინებას თამაში? იმის გათალისწინებით რომ დღეს მივეჩვიეთ მაღალ ვიზუალურ დეტალიზაციას და რეალისტურ გრაფიკას.
ამ ყველაფერს ერთ თვეში გავიგებთ როდესაც თამაში გამოვა. მის შეძენას კი Steam-ის საშუალებით შესძლებთ.

თამაში თავდაპირველად გამოვა PC-პლათფორმაზე თუმცა თამაშის შემქმნელს “იტიძო ტაკაკის” იმედი აქვს რომ თამაში მალე გამოვა PS4-სა და PS Vita-ზეც.








რეკლამა