ორიანა
მექანიკური გოგონა
ქალაქ პილტოვერში ცხოვრობდა კაცი, სახელად კორინ რევექი.
მას ჰყავდა პატარა გოგონა, ორიანა რომელიც ძალიან უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ორიანა იყო ძალიან ნიჭიერი გოგონა და არაჩვეულებრივად ცეკვავდა, მას უფრო მეტად ლეგენდების ლიგის ჩემპიონები აინტერესებდა.
ამ გატაცებამ მოტივაცია მისცა მას რომ დაეწყო ვარჯიში, რათა თავად მომხვდარიყო ერთ დღეს ჩემპიონი ლიგაში.
მისმა გატაცებამ შეხედულება შეაცვლევინა სამყაროზე და სხვა აღარაფერი აინტერესებდა. ყოველდღე რისკავდა თავის სიცოცხლეს ექსტრემალური ვარჯიშებით.
სამწუხაროა, მაგრამ ერთხელაც მას არ გაუმართლა და თავისი ოცნების დევნისას, სახიფათო ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ორიანას სიკვდილმა კორინი გაანადგურა და მძიმე დეპრესიაში ჩააგდო. კორინმაც ახალი მისია გაიჩინა, ვერ გაუძლო სიმარტოვეს და ცხოვრებას ორიანას გარეშე. გადაწყვიტა რობოტი აეწყო.
წლების განმავლობაში ცდილობდა. ბევრჯერ წარუმატებელი იყო მაგრამ იმედი არ დაკარგა. საბოლოოდ მან შეძლო შეექმნა რობოტი რომელიც შეასრულებდა ნამდვილი ორიანას ოცნებას და გახდებოდა ჩემპიონი. კორინმა რაც შექმნა იყო სასტიკი, სიკვდილის მანქანა მაგრამ იმდენად გახარებული იყო იმით რომ ყავდა ვიღაც, ვისაც ორიანას კვლავ დაუძახებდა, ამაზე თვალი დახუჭა.
კორინმა გაწრთვნა იგი და მას პარტნიორიც კი შეუქმნა - "ბურთი". ეს რკინის ბურთი ორიანას იარაღიც იყო, მცველიც და ასევე ერთადერთი მეგობარი.
მას მხოლოდ ერთმა გაუგო, და სხვა ვინ იქნებოდა თუარა მორიგი რობოტი - ბლიცკრენკი
ბევრისთვის ორიანა ცარიელია შიგნიდან, ცარიელი უსულო არსება რომელიც შექმნილია რომ მოკლას. ხოლო მამამისისთვის იგი იდეალურია და მის თვალებში თავისი შვილია, რომელმაც შეძლო ოცნების ასრულება.
"ძალიან ადვილად იშლებიან, თავიდან როგორ უნდა ავაწყო?" - ორიანა