Monday, February 1, 2016

ხადა ჯინის ისტორია


ხადა ჯინ
"ვირტუოზი"



„ხელოვნება მოითხოვს ცოტაოდენ.. სისასტიკეს“



  ჯინი არის კრიმინალი, ფსიქოპატი რომელსაც სწამს რომ მკვლელობა ხელოვნებაა. ერთ დროს იონიის პატიმარი იყო მაგრამ  საბჭომ გაათავისუფლა რათა გამოიყენებინათ როგორც ცოცხალი იარაღი. ის ხმარობს თავის თოფს როგორც სახატავ ფუნჯს.





  ჯინი ქმნის სასტიკ ხელოვნებას. მისი მსხვერპლი ამაზრზენია და შესახედავად რთული. იგი ამ ყველაფრით სიამოვნებას განიცდის და მთავარ შეტყობინებას გადმოგვცემს : ტერორს. 


  წლების განმავლობაში სამხრეთ იონიის მთებში „ოქროს დემონი“ ნადირობდა. ზიუნის პროვინციაზე მონსტრი ხოცავდა მოგზაურებს და ხანდახან მთლიან ფერმებს ანადგურებდა,  გვამებს ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ტოვებდა, ამაზრზენი შეხედულებით.


  შეიარაღებული სამხედრო პირები ტყეებში ეძებნდენ მონსტრს, ქალაქებმა დემონებზე მონადირეები დაიქირავეს. „ვუ ჯუ“ მასტერები ქუჩებს ყარაულობდნენ, მაგრამ არაფერი აჩერებდა მონსტრის ბრუტალობას.

   
  სასოწარკვეთილმა, ზიუნის საბჭომ, წერილი გაუგზავნა ლეგენდარულ მასტერ კუშოს დასახმარებლად.როდესაც კუშომ გაიგო ამ მონსტრის შესახებ თვითონაც შეშინდა და უკან დაიხია. მიზეზი მოიფიქრა თუ რატომ ვერ დაეხმარებოდა. მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, კუშო, მისი შვილი - შენი, და საუკეთესო მოსწავლე - ზედი დასახმარებლად წავიდნენ.


  ისინი გამოეწყვნენ როგორც ჩვეულებრივი გამყიდვლები.მათ უნდოდათ რაიმე ინფორმაცია მოეპოვებინათ მონსტრის შესახებ და მსხვერპლის ოჯახებს მიაკითხეს, სამწუხაროდ ტრამვისგან ემოციურად დაცემული ოჯახის წევრებისგან დახმარების მაგივრად ისტორიის მოსმენით დეპრესიაში ჩავარდნენ და შეეშინდათ.


  გამოძიებამ გრძელი 4 წელი გასტანა რამაც 3 კაცი შეცვალა. კუშოს თავისი რიჟა თმები გაუჭაღარავდა. შენი , რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი იუმორით და ხალისიანობით შეიცვალა და უხალისო, უჟმური გახდა.  ზედი, საუკეთესო მოსწავლე იყო  და ყოველივე ამის შემდეგ ხელი აიღო დისციპლინიგან. კუშო ამბობს :„სიკეთე და სიბოროტე არ არის სიმართლე. მათ ქმნიან ადამიანები და ყველა სხვადასხვანაირად ხედავს.“



  ფესტივალის საღამოს, რომელიც ჯიომ პასში ტარდებოდა, კუშო შეინიღბა ისე, რომ სხვა ხელოვან სტუმრებს შერწყმოდა. შემდეგ ის იცდიდა. ყველას ეგონა რომ მხოლოდ ბოროტ სულს თუ შეეძლო ისე მოქცევა როგორც „ოქროს დემონი“ კლავდა. მხოლოდ კუშო მიხვდა რომ მკვლელი უბრალო ადამიანი იყო. სახელი „ოქროს დემონი“ ოპერაში და თეატრალურ სახლებში მუშაობისას შეიძინა ხადა ჯინ მა...


  როდესაც ჯინი დაიჭირეს, ახალგაზრდა ზედი გაიქცა მის მოსაკლავად მაგრამ კუშომ შეაკავა იგი. მიუხედავას თუ როგორი სისასტიკეები ჩაიდინა ჯინმა, ლეგენდარულმა მასტერმა გადაწყვიტა რომ იგი ციხეში მოემწყვდიათ.



 შენი წინააღმდეგი იყო მაგრამ უემოციოდ დაეთანხმა მამამისის განსჯას. ზედი,შეწუხებული და გაგიჟებული ჯინის მკვლელობების შემხედვარე, ვერ დაეთანხმა კუშოს გადაწყვეტილებას და სიბოროტე დაიბადა მის სულში.


  მიუხედავად იმისა რომ იგი გამომწყვდეული იყო წლების განმავლობაში, მორცხვმა და მორიდებულმა ჯინმა ძალიან ცოტა გაგვანდო თავისი თავის შესახებ, მისი სახელიც კი არ არის ნამდვილი. მხოლოდ ის ვიცით რომ ძალიან ნიჭიერი მოცეკვავეა და პოეტი. მაგრამ ამოუცნობია თუ საიდან მოდის მისი მკვლელობის წყურვილი.


 ციხის გარეთ იონია საფრთხეში იყო, ნოქსუსი გაუჩერებლივ უტევდა იონიას და პოლიტიკური უთანასწოროება იყო.


  ომმა ჩაიყარა საფუძველი და უკან დასახევი გზა არი იყო. მშვიდობის და ბალანსის დაცვას შეალია მთელი თავისი ცხოვრება კუშომ, მაგრამ მთლიანად დაიმსხვრა. სასოწარკვეთილებმა ნოქსუსის შეტევების მოსაგერიელებლად გაანთავისუფლეს ჯინი და ახლა მას იყენებენ იარაღად. ახლა ჯინს თითქმის ამოულევი საწყობი აქვს, განახლებული იარაღები და თავისუფლება.

  მისი „ხელოვნების შესრულების“ პოტენციალი გაიზარდა. მისმა საქმემ ბევრს შიში მოუტანა მაგრამ რამდენხანს იქნება სერიული მკვლელი რომელიც ყურადღებას მოითხოვს, ჩრდილში მუშაობით კმაყოფილი ?





რეკლამა